მედიის ადვოკატირების კოალიცია რუსთავი 2- ს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება
20.08.2019

კატეგორია : განცხადებები;
დღეს, 2019 წლის 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საინფირმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. გიორგი გაბუნიასთან, ეკა კვესიტაძესთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას არხის დირექტორი მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.

ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა.

კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება რუსთავი 2 ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადც არხის საინფორმაცი სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მიათითებული.

.კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან, აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვაკვირდებით "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დაივიცვათ ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.