03.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაყვეტილებით,
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე გახდა. ის ამ დრომდე
სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტად მუშაობდა. ასევე იყო
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და საბჭოს
თავმჯდომარე. მან ქარტიის საბჭო 2019 წლის 22 ოქტომბერს
დატოვა.გიორგი მგელაძე ასევე ხელმძღვანელობდა ქარტიის მედიამონიტორთა ჯგუფს. მიღებული აქვს არაერთი პრიზი საუკეთესო საგამოძიებო ფილმისთვის.
მის გარდა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობდნენ ნათია კაპანაძე, ეკატერინე ბასიალაია და სალომე ცეცხლაძე.
გიორგი მგელაძემ ამ პოზიციაზე ნატა ძველიშვილი შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.