08.11.2019
კატეგორია : განცხადებები;
Ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო და საერო პირმა (ორგანიზაციამ) საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ კინოთეატრებში პრემიერას ჩაშლიან.
იმ პირთა ნაწილი, ვინც ფილმის პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა, უახლოეს წარსულში შემჩნეულია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაში.
აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მოუწოდებს:
- აქციების ორგანიზატორებს - მუშაობაში ხელი არ შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს;
- სამართალდამცავ უწყებას - განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამბის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, მზად არის ჟურნალისტებს გაუწიოს კონსულტაცია და დახმარება.