21 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრება გაიმართა
21.12.2019
21 დეკემბერს თბილისი მარიოტში ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთერთმეტე საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი, სარევიზო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ცქიტიშვილი და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე. საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2019 წლის გამარჯვებულებიც.

ყოველწლიურად ქარტიის პრიზი რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა. წელს ქარტიის პრიზი ხუთ ჟურნალისტს გადაეცა:

alt

პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის მხარდაჭერით; ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის, პრიზი დაწესებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ;

გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ.

საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

საბჭოს წევრები გახდნენ:

  • თბილისის კვოტით - ზვიად ქორიძე
  • რეგიონების კვოტით - ნინა ხელაძე და ნათია ზოიძე
საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, კვლავ ნანა ბიგანიშვილი აირჩიეს. ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს.

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  1. ნანა ბიგანიშვილი (თავმჯდომარე)
  2. ლიკა ზაკაშვილი
  3. ზვიად ქორიძე
  4. გელა მთივლიშვილი
  5. ირმა ზოიძე
  6. ნინა ხელძე
  7. მაია მერკვილაძე
  8. კამილა მამედოვა
  9. ნათია ზოიძე
alt


ქარტიის წევრებმა დღეს სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრიც აირჩიეს:

  1. მარიკა დუდუნია
  2. ნინო კაკულია
  3. გუბაზ მეგრელიძე
დღის ბოლოს წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, სადაც ქარტიის წევრებმა მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევაზე ისაუბრეს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.