27.02.2020
კატეგორია : განცხადებები;
- ვირუსთან დაკავშირებით თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ყველა შესაძლო წყაროსთან, რადგან თქვენს მიერ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
- მოერიდეთ თქვენს მასალებში ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: “მკვლელი ვირუსი”; “სასიკვდილო დაავადება” და ა.შ. უარი თქვით ამბის გაშუქების სენსაციურ ტონზე, განსაკუთრებით ყურადღებით შეარჩიეთ მასალის სათაური და შეეცადეთ, რომ ის იყოს მაქსიმალურად ცხადი და ზუსტი, რათა ხელი არ შეუწყოთ მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას.
- კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას არ გაამჟღავნოთ პაციენტის პირადი ინფორმაცია (ვინაობა, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.), ასევე არ გააკეთოთ აქცენტი პაციენტის ეროვნებაზე, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს ქსეონოფობია.
- მოერიდეთ თქვენს მასალებში ჯანდაცვის სისტემის, სამედიცინო პერსონალის დაუსაბუთებელ კრიტიკას, ამით შეიძლება საზოგადოებაში მათ მიმართ უნდობლობა გამოიწვიოთ, რის გამოც მოქალაქეების ნაწილმა შესაძლოა თავი შეიკავოს ექიმთან დროული ვიზიტისგან.
- მედიის წარმომადგენლები მაქსიმალურად დაემორჩიილეთ ჯანდაცვის უწყებების მიერ სამომავლოდ დაწესებულ შესაძლო შეზღუდვებს, განსაკუთრებით კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვის ნაწილში. წესებისადმი დაუმორჩილებლობით თქვენ საფრთხეს შეუქმნით როგორც საკუთარ თავს, ასევე პაციენტებსა და მედპერსონალს.