20.03.2020
2020 წლის 20 მარტს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანიების" TV
პირველის" და" მთავარი არხის" ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს
დადების შესახებ. მოგვიანებით, მთავრობამ ეს საკითხი რიგით
გადაწყვეტილებად განმარტა.
ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი
საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა
ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის.
დღეს კი მედიის
შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი
ვითარების გამო, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება,
სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მიიღოს დროებითი ზომები და
დაუყოვნებლივ მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს.