ნიკა ლალიაშვილის წინააღმდეგ ქარტიას განცხადებით მიმართეს
01.04.2020
ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ანა ცხოვრებოვას, ნინო კვინტრაძის, მარიამ მჭედლიშვილის, გიგა ბენიას და ნუცა შუბაშვილის განცხადება  ნიკა ლალიაშვილის წინააღმდეგ.

განცხადების თანახმად, ნიკა ლალიაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მარტიდან, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესი” დაიხურა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ადგილი ჰქონდა გადაცემის სარედაქციო ფორმატში ჩარევის მცდელობას ნიკა ლალიაშვილის მხრიდან, ასევე მითითებებს როგორ გაშუქებულიყო საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.

განმცხადებლის განმარტებით, „ბაგების საბაგირო კვლავ ექსპლუატიციის მოლოდინშია” არის ერთ-ერთი მასალა, რომელიც წინ უძღოდა დირექტორის გადაწყვეტილებას.

გამომდინარე აქედან, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ნიკა ლალიაშვილის მიერ დარღვეულია ქარტიის მეორე პრინციპი, რაც მოიზრებს რომ: “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება პროფესიული საქმიანობისას აზრი გამოხატოს ან მოიქცეს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.”

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს ადგილი ჰქონდა თუ არა ქარტიის პრინციპის დარღვევას.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.