სასულიერო პირის მიერ ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მისამართით გაკეთებული განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
18.04.2020
დღეს, 2020 წლის 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის სამების ტაძრის წინამძღვარმა მრევლს ჟურნალისტზე ძალადობისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის - ირაკლი ვაჩიბერაძის განმარტებით, მისი მისამართით დეკანოზის გაღიზიანება გამოიწვია 7 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულმა სიუჟეტმა, რომლის მომზადების დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა ტაძარს სტუმრობდა სიტუაციის აღწერის მიზნით და იმის გასარკვევად თუ როგორ ყიდდნენ ბზებს.

საპასუხო ვიდეომასალაში, სასულიერო პირი მრევლს ჟურნალისტის გაკოჭვისა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუწოდებს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი თავდასხმისა თუ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისაგან.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.