24.04.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო,
ანი მეზურნიშვილის განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის, გადაცემა
“ფარული კონვერტის” წამყვანის, ია ფარულავას წინააღმდეგ.სადავო მასალა, ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 20 აპრილს გავიდა. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, ჟურნალისტის კითხვაზე “გათხოვების საიდუმლოსთან” დაკავშირებით, რესპონდენტის პასუხი იყო სტერეოტიპული. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემის მსგავსი ფორმით გაშვება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ ქალები საქართველოში ჯერ კიდევ არიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლნი და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა წაახალისოს დისკრიმინაცია და საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი, რომ ქალის არსებობის ძირითად მიზანს წარმოადგენს წარმატებული გათხოვება, საჭმლის მომზადების ცოდნა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.