04.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ნიკა ლალიაშვილმა ქარტიის მეორე პრინციპი (დაუშვებელია ჟურნალისტის
იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს
საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა მომართეს.
განცხადების თანახმად, ნიკა ლალიაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მარტიდან, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესი” დაიხურა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ადგილი ჰქონდა გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას ნიკა ლალიაშვილის მხრიდან, იგი ასევე აძლევდა მითითებებს ჟურნალისტებს როგორ გაშუქებულიყო საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.
როგორც განმცხადებელი განმარტავდა, “ბაგების საბაგირო კვლავ ექსპლუატიციის მოლოდინშია” არის ერთ-ერთი მასალა, რომელიც წინ უძღოდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.