ინგა გრიგოლიამ ქარტიის პრინციპები დაარღვია
26.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ბესიკ კალაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, გადაცემაში “რეაქცია” ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 29 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, წამყვანს გადაცემაში სტუმრად მოწვეული ჰყავდა ნიკა მელია, რომელსაც გადაცემის მიმდინარეობისას ეჭირა მისი ფოტოსურათი და მასზე ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. ბესიკ კალაძის განმარტებით, წამყვანმა ხელი არ შეუშალა სტუმარს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც შეიცავდა დისკრედიტაციას.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.