19.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2020-ის"
გამარჯვებულები გამოავლინა.ჟიურიმ საუკეთესოდ შემდეგი ნამუშევრები მიიჩნია:
- ვიდეორეპორტაჟი - თამარ გელაშვილი - "თავისუფლების მონიტორი" (რადიო თავისუფლების და სტუდია მონიტორის ერთობლივი პროექტი) - უშგულის ზარი
- მულტიმედია - თეა თოფურია - რადიო თავისუფლება - "3 კვირა საარსებო მინიმუმზე"
- ჟურნალისტური გამოძიება - ზურა მოდებაძე - "თავისუფლების მონიტორი" (რადიო თავისუფლების და სტუდია მონიტორის ერთობლივი პროექტი) - სუს-ის პროტეჟეები
- საუკეთესო სტატია - თამარ ბაბუაძე, სალომე მელუა
- ინდიგო - აკრძალული
ჰაერი
- მულტიმედია COVID-19-ზე - მანანა ქველიაშვილი - ბათუმელები - COVID-19 აჭარაში
- სტატია COVID-19-ზე - რობიზონ ზარიძე - სამხრეთის კარიბჭე - საკარანტინო სასტუმროების პროგრამა - მილიონები პარტიის მეგობრებს
- ვიდეორეპორტაჟი COVID-19-ზე - ვლადიმერ ჩხიტუნიძე - სათემო რადიო მარნეული - „ძალიან მეშინოდა“, "არ ვიცოდი ომი იყო თუ რა“ - Covid-19 და მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარები
- გამოძიება COVID-19-ზე - გიორგი მგელაძე - რადიო თავისუფლება - “პირბადე ლუგარის სერტიფიკატით” - სარეკლამო მინაწერი თუ ხარისხის ნიშანი
პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.