18.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზი 2021-ის
გამარჯვებულები გამოავლინა.ქარტიის პრიზი ხუთ კატეგორიაში გაიცა:
- ვიდეორეპორტაჟი - ბასტი მგალობლიშვილი (პუბლიკა)
- მულტიმედია პროექტი - მთის ამბები
- სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში - ეკა ქევანიშვილი (რადიო თავისუფლება)
- ჟურნალისტური გამოძიება - ნინო წვერავა (სტუდია მონიტორი, რადიო თავისუფლება)
- ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება - ანი ბურდული (რადიო თავისუფლება)
გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ.
გამარჯვებულები შეარჩია დამოუკიდებელმა ჟიურიმ. ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.