კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური განმარტებისათვის მიმართავს
10.02.2021

კატეგორია : განცხადებები;
2021 წლის 09 თებერვალს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ "მთავარი არხის" წარმომადგენელს, მარიამ გეგუჩაძეს, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე და შეეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობის უფლება.

Ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან ზეპირი ფორმით უარის მიზეზად მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გააკეთოს საჯარო განმარტება შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუქმნას ჟურნალისტებს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.