2021 წლის 10 ივნისს დამტკიცდა მედიაცია საქმეზე გიგა კოტრიკაძე POSTV წინააღმდეგ.
1. ქარტიის საბჭოს მედიასაშუალება POSTV წინააღმდეგ განცხადებით [განცხადების ნომერი N 486] მომართა გიგა კოტრიკაძემ.
2. სადავო იყო 2021 წლის 13 აპრილს, მედიასაშუალება ,,POSTV"-ის ახალ ამბებში გასული სიუჟეტი ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით.
3. სადავო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციის აქტივისტებს ფირუზ და რეზო წულუკიძეები და ელდარ ანთაძე შეუერთდნენ. სიუჟეტის თანახმად, წულუკიძეები და ანთაძე აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.
4. სადავო სიუჟეტში განმცხადებლის, გიგა კოტრიკაძის გამოსახულებაზე ,,ელდარ ანთაძის“ სახელი იყო მითითებული.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია.
6. განცხადების მოპასუხე მედიასაშუალებისათვის გაგზავნის შემდეგ,
მათ გამოთქვეს ინფორმაციის გასწორებისა და საქმის მედიაციით დასრულების
სურვილი. კერძოდ:
(1) არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი ჩაიხსნა
სოციალური ქსელებიდან;
(2) 2021 წლის 07 ივნისს, POSTV ის 19:00 საათიან გამოშვებაში [19:57] ტელევიზიამ განაცხადა, რომ: „2021 წლის 13 აპრილს, 19:00 საათზე გასულ საინფორმაციო გადაცემაში, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენებ ერთ-ერთ ფოტოსურათზე გამოსახულ პირზე შეცდომით იყო მითითებული ვინაობა „ელდარ ანთაძე“, რეალურად ფოტოზე გამოსახული იყო გიგა კოტრიკაძე. გიგა კოტრიკაძეს ბოდიშს ვუხდით ამ ტექნიკური შეცდომის გამო“.
7. მე-6 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით, გიგა კოტრიკაძის განცხადებაზე დამტკიცდა მედიაცია მხარეებს შორის.