მედიის პოგრომი: თბილისი, 5-6 ივლისი, 2021 - მედიაკოალიცია ანგარიშს აქვეყნებს
20.09.2021
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში მედიაზე მასშტაბური თავდასხმის მოვლენას სხვადასხვა ჭრილში აფასებს: ანგარიშში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები. შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. ანგარიშის შინაარსზე კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობდნენ.

დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე -  https://bit.ly/3Auguq4 

მთავარი ფოტო: მარიამ ნიკურაძე

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.