25 თებერვალს ქარტიის საბჭო ორ საქმეს განიხილავს
22.02.2022

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 25 თებერვალს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - თინათინ რევაზაშვილი TV „პირველის" ჟურნალისტების გიორგი ნიორაძის, ეკა მიშველაძის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

სადავო სამი ჟურნალისტური პროდუქტია. გადაცემა „პირველი ხაზი” (მოპასუხე გიორგი ნიორაძე) 2022 წლის 04 თებერვალს, გადაცემა „საჯარო პოლიტიკა” (მოპასუხე ეკა მიშველაძე) 2022 წლის 07 თებერვალს, ხოლო გადაცემა „რეაქცია” (მოპასუხე ინგა გრიგოლია)  2022 წლის 08 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემებში, სტუმრების მიერ გამოყენებული იყო დისკრიმინაციული ენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, ჟურნალისტები კი მას არ გაემიჯნენ. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.

19:00 საათზე - გიორგი ჭანტურია ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის თამარ თედიაშვილის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი სათაურით „ე.წ. ქურდული სიმღერები საჯარო სკოლაში” ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 14 იანვარს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია არაზუსტია და არ ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მერვე (ბავშვთა უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.