კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 მარტს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნეტივა" TV 25-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში „მაცნე”, 2021 წლის 08 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია ჟურნალისტს არ გადაუმოწმებია და არაზუსტია. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავს, რომ ტელევიზიას არ მიუთითებია ინფორმაციის წყარო.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეთერთმეტე (პლაგიატი) პრინციპი.
19:00 საათზე - ხათუნა ბერიძე TV 25-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ
სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში 2021 წლის 08 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია არაზუსტია და განმცხადებლის პირადი გვერდიდან აღებული ფოტო გადამოწმებული არ არის.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (პლაგიატი) პრინციპი.
სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.