კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 18 მარტს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - შპს „სფეის ლაბი" რუსთავი 2-სა და TV4.ge-ს წინააღმდეგ
სადავო მასალა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 2022 წლის 10 თებერვალს გავიდა, ხოლო TV4.ge-ს ეთერში 2022 წლის 8 თებერვალს.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალებში გაჟღერებული ინფორმაცია არაზუსტია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.
19:00 საათზე - დაჩი ცაგურია „მთავარი არხის" ჟურნალისტის ბექა ყორშიას წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი - „დაჩი ცაგურიას ახდენილი ოცნება წელიწადში 200 ათას ლარად", ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 20 ნოემბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია მისი პიროვნების და შემოსავლების შესახებ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია მაყურებლის უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.