კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 25 მარტს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - სამირა ბაირამოვა ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ
სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში 2022 წლის 17 მარტს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია არაზუსტია და ჟურნალისტის მხრიდან ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
19:00 საათზე - დავით ბაიდარაშვილი ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” 2021 წლის 11 დეკემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელდა არასწორი და ცალმხრივი ინფორმაცია.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.
სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.