კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 აპრილს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
17:00 საათზე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი „აი, ფაქტის" წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 06 აპრილს გავრცელდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისის მერიის ხარჯებთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. განმცხადებელი თვლის, რომ მედიასაშუალება არასწორ ინფორმაციას კამპანიური სახით ავრცელებდა.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.