გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქება - ქარტია მედიის წარმომადგენლებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
18.05.2022

კატეგორია : ანონსი; ტრენინგები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგები ჩატარდება Frontline Georgia-ში. ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისში მუშაობენ. 

ტრენინგს 2022 წლის 23-24 მაისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ხატია ღოღობერიძე, ხოლო 2022 წლის 26-27 მაისს ტელეკომპანია „ფორმულას" ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორი, ტოქშოუს წამყვანი სალომე უგულავა ჩაატარებს.

რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3a94JgG

პირველ ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 21 მაისი 18:00 საათი, ხოლო მეორე ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 24 მაისი 18:00 საათი.

ქარტია გააგრძელებს აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის ჩატარებას სხვადასხვა ტრენერის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. 

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.     

 

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.