26 მაისს ქარტიის საბჭო ორ საქმეს განიხილავს
20.05.2022

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 26 მაისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ 

სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში 2022 წლის 28 აპრილს გადაცემა „რეაქციის” ეთერში გავიდა. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემის სტუმრის მხრიდან გაჟღერდა დისკრიმინაციული ენა, რასაც ჟურნალისტი არ გაემიჯნა.   

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

19:00 საათზე - ირმა ჭკადუა ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტის ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2022 წლის 30 აპრილს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში რესპონდენტის მხრიდან გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ჟურნალისტი კი არ დაუკავშირდა ბრალდებულ მხარეს ინფორმაციის გადასამოწმებლად. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.

სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.