გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქება - ქარტია მედიის წარმომადგენლებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
24.05.2022

კატეგორია : ანონსი; ტრენინგები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.

პირველი ტრენინგი ჩატარდება 30 და 31 მაისს, ხოლო მეორე - 2 და 3 ივნისს. ტრენინგებს ჩაატარებს სტუდია „მონიტორის" რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი. 

რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3a6SCAz

პირველ ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 28 მაისი 18:00 საათი, ხოლო მეორე ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი 18:00 საათი. 

ქარტია გააგრძელებს აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის ჩატარებას სხვადასხვა ტრენერის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. 

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.         

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.