3 ივნისს ქარტიის საბჭო ორ საქმეს განიხილავს
31.05.2022

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 3 ივნისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - არჩილ კაპანაძე „ბათუმელების” რედაქტორის ნანა კვაჭაძის წინააღმდეგ 

სადავო მასალა მედიასაშუალებამ 2022 წლის 20 მაისს გამოაქვეყნა. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

19:00 საათზე - სულხან ბორძიკაშვილი, სოციალური სამართიანობის ცენტრი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის სანდრო სანაიას წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2022 წლის 7 მაისს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, ბალანსი კი მხოლოდ ფორმალურად არის დაცული. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.