13.07.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის
წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს გენდერისა და ლგბტქი
საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის
მისაღებად.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის
მეშვეობით.
ტრენინგს 2022 წლის 19 და 20 ივლისს მედიაკრიტიკისა და
ანალიზის პლატფორმა „მედიაჩეკერის" რედაქტორი და პლატფორმა
64-ის დამფუძნებელი გიორგი გოგუა ჩაატარებს.
რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3NXoVQQ

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 17 ივლისი 18:00
საათი.
ტრენინგები ორგანიზებულია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა
ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და
გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა
ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით
ახორციელებენ.