კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 21 ივლისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - მზია სალვარიძე TV 12-ის ჟურნალისტის ჯემალ მეგრელიძის წინააღმდეგ
სადავო გადაცემები 2022 წლის 14 ივნისს და 2022 წლის 30 ივნისს გავიდა ეთერში.
განმცხადებელ მზია სალვარიძის პოზიციით, მასალებში ინფორმაცია არასწორად და ცალმხრივად გაშუქდა.
განმცხადებელი პირველ გადაცემაზე დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მეორე გადაცემაზე კი ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.