29 სექტემბერს ქარტიის საბჭო ოთხ საქმეს განიხილავს
26.09.2022

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 29 სექტემბერს 4 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე -  ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო ტელეკომპანია „ფორმულას", „TV პირველის” და „მთავარი არხის" წინააღმდეგ 

სადავო მედიაპროდუქტები 2022 წლის 7 სექტემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალებში ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გაშუქდა. 

განმცხადებელი  ტელეკომპანია „ფორმულას” წინააღმდეგ დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე; „TV პირველის” და „მთავარი არხის” წინააღმდეგ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.

19:00 საათზე - ვიქტორ წილოსანი Bm.ge-ს წინააღმდეგ 

სადავო მასალა მედიასაშუალებამ 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაქვეყნა. 

განმცხადებლის პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, რაც თბილისის მერიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.