04.10.2022
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 7 ოქტომბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
17:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძის და ნათია თოიძეს წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი 2022 წლის 11 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.