კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 3 ნოემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება „მთავარი არხის" ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის წინაღმდეგ
სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 21 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და არ გადაამოწმა ორ წყაროსთან.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია
დასწრება.
დამატება (2.11.2022): ქარტიის საბჭო 3 ნოემბერს,
19:30 საათზე ასევე განიხილავს
საქმეს ანასტასია ლოსაბერიძე ტელეკომპანია
„იმედის" ჟურნალისტის სოფიო ბეროშვილის
წინააღმდეგ.
განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია
არასწორად გაშუქდა და სიუჟეტის მომზადების დროს კი მას არავინ
დაკავშირებია.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.