კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 ნოემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ერნსტ ხეჩუმოვი ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ; ნოდარ რუხაძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების გიორგი აბაზაძის და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2022 წლის 29 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა.
ერნსტ ხეჩუმოვი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ნოდარ რუხაძე დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.