21.11.2022
კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 25 ნოემბერს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი (რადიო ჰერეთი, რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი) რადიო იმედის, იმედი ნიუსის და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების თეა სიჭინავას და სალომე შანშიაშვილის წინააღმდეგ
სადავო მასალები 2022 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.