07.02.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” და „იმედი ნიუსის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ეკა ჭოლოკავა.
სადავო მასალა 2023 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გადაამოწმა ორ წყაროსთან და არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.