30.06.2023
კატეგორია : განცხადებები;
გავრცელებული ინფორმაციით, 2023
წლის 30 ივნისს, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა
TV პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით, დეპუტატმა უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის
პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქალ
ჟურნალისტებს თავს ესხმიან.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ მედიაზე თავდასხმის გახშირებული
ფაქტების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ მმართველი პარტიის
წარმომადგენლების მხრიდან მედიასთან მსგავსი
დამოკიდებულებაა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, შეისწავლოს აღნიშნული
ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.