09.11.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „TV პირველის” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ირმა ჯანჯღავა (წარმომადგენელი ბესარიონ ბოჭორიშვილი).
სადავო მასალა 2023 წლის 28 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტები მაყურებელს განზრახულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტისგანზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.