„ქართული TV”-ს ჟურნალისტის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
21.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „ქართული TV”-ს ჟურნალისტის მაკა ბრეგაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია თემურ ლაჭყეპიანი. 

სადავო მასალა 2023 წლის 15 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, მასალაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ცრუ ბრალდებები, რომელზეც მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.