საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო” (WECF) ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შემუშავდა ფემიციდის გაშუქების საერთო სტანდარტისა და მისი განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემცველი მემორანდუმი. აღნიშნული დოკუმენტი ღიაა ხელმოსაწერად მედიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და WECF Georgia-ს ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავდა შემუშავებულიყო ერთიანი შიდა სტანდარტი, რომელიც ხელმომწერი მედიების სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი გახდება და დაეხმარება ჟურნალისტებს ეთიკურ გაშუქებაში.
დოკუმენტზე ხელმომწერ მედია ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს,
გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა და თანხმდებიან ფუნდამენტურ და
ფაქტობრივ მოცემულობებზე, რაც პირდაპირ კავშირშია ეთიკურ
პასუხისმგებლობასთან, სიზუსტესა და სენსიტიურ გაშუქებასთან.
დოკუმენტი შეგიძლიათ ნახოთ
აქ
ხელმომწერები არიან:
NEWS. On.ge
გურია NEWS
ნეტგაზეთი
მედია აპრილი
ტელეკომპანია კავკასია
JAMnews
რადიო მარნეული
ჩაიხანა
AT.GE
ტაბულა
მთავარი არხი
პალიტრა მედია
მედიაჩეკერი
Project 64
სტუდია მონიტორი
JRC
კახეთის ხმა
QARTLI.GE
სამხრეთის კარიბჭე
ტვ მონიტორინგი
ფორმულა
პუბლიკა
TV9NEWS.GE
ტვ ზარი
TOK TV
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ნინო ზაუტაშვილი