საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „იმედის კვირის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას WISG-მა, თემიდამ, ქეთევან კაბულაშვილმა და სოფიკო გულედანმა მომართეს. სადავო მასალა 2023 წლის 17 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ წამყვანმა დისკრიმინაციის წამახალისებელი ფრაზები გააჟღერა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
WISG და თემიდა დავობდნენ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქეთევან კაბულაშვილი და სოფიკო გულედანი დავობდნენ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.