02.02.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიაკრიტიკის პლატფორმა mediachecker.ge-ს რედაქტორის პოზიციაზე.
სამუშაო დატვირთვა - სრული განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები
- ქარტიის საბჭოსთან და მენეჯმენტთან ერთად mediachecker.ge-ს განვითარებაზე ზრუნვა
- ყოველდღიური სარედაქციო საქმიანობის მართვა
- სარედაქციო გუნდის წევრებთან მუშაობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა
- Mediachecker.ge-ისთვის მასალების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია, რომ ჰქონდეს რედაქტორის რანგში პროფესიული გამოცდილება
- ჟურნალისტური კვლევის და წერის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სპეციალობაში. უპირატესობა მიენიჭებათ მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს.
- ზედმიწევნით კარგად უნდა იცნობდეს მედიაგარემოს
- კარგად უნდა ესმოდეს ახალი ტექნოლოგიების როლი მედიაში
- უნდა იყოს გუნდურად მომუშავე ძლიერი ინტერპერსონალური უნარებით
- უნდა ჰქონდეს კვლევის კარგი უნარები
- გამართულად უნდა საუბრობდეს და წერდეს ინგლისურად
- ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 15 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV და თქვენი ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს mediachecker.ge-მ ქართული მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებს შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com