საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „პირველი არხის" ჟურნალისტმა მარიამ ბერძენიშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.
მის წინააღმდეგ განმცხადებელი ანონიმურია. სადავო მასალა 2023 წლის 13 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა.
განმცხადებელი მარიამ ბერძენიშვილის მიმართ ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება და პროფესიული საქმიანობისას ქრთამის ან საჩუქრის მიღება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია. ამასთან, განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველ, მეშვიდე და მეთერთმეტე პრინციპზე „პირველი არხის" ჟურნალისტის ნიკა მუკბანიანის მიმართ, მაგრამ საბჭოს მის მიმართ დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.