ქეთი მამრიკიშვილმა, მეგი ნარსავიძემ, ნათია სონღულაშვილმა, ნათია ლაზაშვილმა, დავით კაკულიამ და შოთა ფალავანდიშვილმა ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი დაარღვიეს
09.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ს ჟურნალისტმა ქეთი მამრიკიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებმა მეგი ნარსავიძემ და ნათია სონღულაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ნათია ლაზაშვილმა, დავით კაკულიამ და შოთა ფალავანდიშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი დაარღვიეს. 

მათ წინააღმდეგ ქარტიას კომპანია ,,ედისონ რისერჩის’’ მთავარმა მრჩეველმა ნინო ჯაფარიძემ მომართა, სადავო მასალები 2023 წლის 13 ნოემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია დაუბალანსებლად და მანიპულაციურად გააშუქეს, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებდა ,,ედისონ რისერჩს’’ და არაკვალიფიციურ, მიკერძოებულ კვლევით ინსტიტუციად წარმოაჩენდა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.