საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ონლაინ პლატფორმისთვის „მედიაჩეკერი.
სამუშაო დატვირთვა: პროექტების მიხედვით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. „მედიაჩეკერი“ ქარტიის ონლაინ პლატფორმაა, რომლის გამოყენებითაც ორგანიზაცია ქმნის სადისკუსიო სივრცეს პროფესიული საკითხების განსახილველად, მედიის საქმიანობისა და მედია პროდუქტების კრიტიკული თვალით შესაფასებლად და მიმდინარე ტენდენციების ანალიზისთვის.
ძირითადი მოვალეობები
- „მედიაჩეკერის“ რედაქტორის ხელმძღვანელობით მოამზადოს ინფოგრაფიკა და ილუსტრაციები „მედიაჩეკერზე“ გამოსაქვეყნებელი მასალებისათვის, ასევე პოსტერები, ქარდები და სხვა მსგავსი მასალები „მედიაჩეკერის“ სოციალურ გვერდებზე განსათავსებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უნდა ჰქონდეს გრაფიკული დიზაინერის როლში მედიასთან თანამშრომლობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.
- უნდა იყოს კრეატიული.
- კარგად უნდა მუშაობდეს კომპიუტერულ პროგრამებში Adobe After Effects, Adobe Premiere, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign.
ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 11 მარტამდე გამოგზავნეთ CV და
სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.