საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო. განმცხადებელია „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია".
სადავო მასალა 2024 წლის 2 აპრილს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” ცესკოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მერვე (ბავშვის უფლებების დაცვა) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.