13.06.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვიეს.
მათ წინააღმდეგ ქარტიას ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა “ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია, - “თემიდამ”; და ანონიმურმა განმცხადებლებმა ორი დამოუკიდებელი განცხადებით მომართეს. მხარეთა თანხმობით საქმეები გაერთიანდა და განხილულ იქნა ერთობლივად.
სადავო მასალა რამდენიმე იყო:
- 2024 წლის 03 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” გასული სიუჟეტში, სახელწოდებით “სახიფათო პროპაგანდა” (წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი - საბა ხვიჩია);
- გადაცემა “იმედის კვირაში” 2024 წლის 17 მარტს გასული რეპორტაჟი სახელწოდებით: “რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში - სკანდალური ფაილები”;
- “იმედის დღეში” 2024 წლის 28 მარტს გასული სიუჟეტი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ”.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია პოზიცია საქმესთან დაკავშირებით.