13.06.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ის ეთერში გასულ გადაცემაში „სამნი & CO” შალვა რამიშვილმა და ბაჩო ოდიშარიამ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
მათ წინააღმდეგ ქარტიას პაატა ბურჭულაძემ მომართა.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 19 მარტს გავიდა.
მოპასუხე ჟურნალისტებმა თავიანთი შეპასუხება საბჭოს წერილობითი სახით წარმოუდგინეს.