შოთა ფალავანდიშვილმა, მამუკა სირაძემ და ფატი მდორეულმა და TV იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
13.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა შოთა ფალავანდიშვილმა, მამუკა სირაძემ და ფატი მდორეულმა და TV იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპი.

 

მათ წინააღმდეგ ქარტიას ა(ა)იპ საქართველოს კინოინსტიტუტმა მომართა.

 

სადავო ქარდი TV “იმედის ფეისბუკ გვერდზე 2024 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნდა, ხოლო სადავო მასალა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 2024 წლის 26 თებერვალს გავიდა.

 

განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია აღვივებს აგრესიას და სიძულვილს ლგბტქ თემის მიმართ, ამასთან, ცდილობს დაჩრდილოს ლევან აკინის ფილმის წარმატება, რის გამოც აქცენტს აკეთებს არა თავად ფილმსა და მის შემქმნელებზე, არამედ პროდიუსერ ანა ხაზარაძის მამაზე, პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძეზე.

 

მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.