23 ივნისს ქარტიის საბჭო 6 საქმეს განიხილავს
20.06.2024

კატეგორია : ანონსი;

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 23 ივნისს, კვირას მოსამართლე მადონა მაისურაძის 2 განცხადებას განიხილავს, რომელთა ფარგლებშიც სადავოდაა გამხდარი 6 მედიაპროდუქტი

15:00 სთ - მადონა მაისურაძე “POSTV”-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავოა “POSTV”-ის ეთერში 2024 წლის 1 აპრილს გასული ორი მედიაპროდუქტი.

16:00 სთ - მადონა მაისურაძე TV “იმედის ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავოა იმედის ეთერში 31 მარტს, 1 და 4 აპრილს გასული ოთხი მასალა.

ოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: მარიამ ქართველიშვილი, ხატია ქვათაძე, ლევან ჯავახიშვილი, ქეთი ქაშაკაშვილი, ლევან კვატაშიძე, ვარლამ წიკლაური, ქეთი მამრიკიშვილი, ანა შანიძე და ანა აშორდია.

განმცხადებელი, მოსამართლე მადონა მაისურაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა მის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს, აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს და ფაქტები განზრახ დაამახინჯეს.  

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე

ქარტიის საბჭო განცხადებებს  განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ მასალებში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ჰიბრიდულად. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება: თბილისი, ბაქოს . #4.  

 

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.