მარიამ ქართველიშვილმა, ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ქეთი ქაშაკაშვილმა, ლევან კვატაშიძემ, ვარლამ წიკლაურმა, ქეთი მამრიკიშვილმა, ანა შანიძემ და ანა აშორდიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
ქარტიის საბჭომ 23 ივნისს განიხილა მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედისა” და “POSTV-ის” ჟურნალისტების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მარიამ ქართველიშვილმა, ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ქეთი ქაშაკაშვილმა, ლევან კვატაშიძემ, ვარლამ წიკლაურმა, ქეთი მამრიკიშვილმა, ანა შანიძემ და ანა აშორდიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
სადავო მასალები ეთერში 2024 წლის 31 მარტს, 1 და 4 აპრილს გავიდა. ისინი ეხებოდა ე.წ. ვეტინგის მოწინააღმდეგე მოსამართლეთა რომში მოგზაურობის ფაქტს.
განმცხადებლის, მოსამართლე მადონა მაისურაძის, პოზიციით აღნიშნულმა ჟურნალისტებმა მისი და რამდენიმე კოლეგის შვებულების იტალიაში გატარება საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც ერთ-ერთი საელჩოს მიერ დაფინანსებული მოგზაურობა, რაც შეფასდა, როგორც არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, აუდიტორიის შეცდომაში შეიყვანა და ფაქტების განზრახ დამახინჯება.
მოპასუხე მხარეებს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენიათ.
საქმეებზე სამოტივაციო ნაწილები გამოქვეყნდება მოგვიანებით.