საბა სიჭინავამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, მე-8 და მე-10 პრინციპები
28.06.2024

ქარტიის საბჭომ 25 მაისს განიხილა სკოლის დირექტორის - იოსებ ლაზარაშვილის განცხადება TV “პირველის” ჟურნალისტის საბა სიჭინავას წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მან დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, მე-8 და მე-10 პრინციპები.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 6 მარტს გავიდა. ის ეხებოდა დირექტორის მხრიდან სკოლის მოსწავლეზე შესაძლო ძალადობას.
განმცხადებლის პოზიციით, სკოლაში წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენდა სიცრუეს, რადგან ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც დაზიანდა როგორც მისი, ისე არასრულწლოვნის ინტერესები.

Მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.