ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები
23.07.2024

9 ივნისს ქარტიის საბჭომ განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება “მთავარი არხის” ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ.

 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 აპრილს გავიდა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ჟურნალისტმა ცესკოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

 

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია წერილობით.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.